მარწყვის და სატაცურის სალათა
-
20 წუთი წუთი
-
მარტივი
-
მარწყვის და სატაცურის სალათა
-
20 წუთი
-
მარტივი
ინგრედიენტები
400 გ სატაცური
300 გ მარწყვი
100 გ მოცარელას ბურთები ან კუბებად დაჭრილი ჭყინტი სულგუნი
20 გ შაშკვლავი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
½ ლიმონი
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების ინსტრუქცია
ვიწყებთ სატაცურის მოწალვით – სამ ნაწილად დაჭრილ სატაცურს, ვათავსებთ მდუღარე წყალში, ვადუღებთ 3 წუთი და გადმოგვაქვს ცივი წყლით სავსე ჯამში. შევაშროთ ქაღალდზე.
მარწყვს ვასუფთავებთ ყუნწებისგან და ვჭრით 4 ნაწილად.
სერვირების თეფშზე დავალაგოთ სატაცური, მარწყვის ნაჭრები, შაშკვლავის ფოთლები და მოცარელა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, შემდეგ მოვასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი.