თბილი ჩერი პომიდვრის სალათა
- 1
-
15 წუთი წუთი
-
მარტივი
-
თბილი ჩერი პომიდვრის სალათა
-
15 წუთი
-
მარტივი
-
1
ინგრედიენტები
15-20ც ფერადი ჩერი პომიდორი
1ჩკ ქინძის თესლები, დანაყული
1სკ ზეითუნის ზეთი
1 მუჭი მუხუდო, წინასწარ მოხარშული
½ მუჭი ქეილი ან ისპანახი
½ ჩკ მარილი
¼ ჩკ პილპილი
¼ ჩკ ნივრის ფხვნილი
მომზადების ინსტრუქცია
ტაფაზე მოხალეთ ქინძის თესლი, დაასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ მთლიანი ჩერი პომიდვრები. 5 წუთში პომიდვრები შერბილდება და ოდნავ დაჭყლიტეთ პიურეს ჩასაზელით. დაუმატეთ მუხუდო, მწვანე ფოთლები, მარილი, პილპილი და ნივრის ფხვნილი.
სერვირებისთვის თეფშზე დაასხით ვეგანური კრემ-ყველი, ზევიდან დაადეთ სალათის ფოთლები, ტაფაზე მიღებული მასა, კიტრი ან ნიახურის ღერო. მორთეთ მწვანილით.