ტკბილი წიწაკები მექსიკური გულსართით
- 3
-
40 წუთი წუთი
-
მარტივი
-
ტკბილი წიწაკები მექსიკური გულსართით
-
40 წუთი
-
მარტივი
-
3
ინგრედიენტები
4 – 5 ტკბილი წიწაკა პალერმო
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
პილპილი გემოვნებით
125 გ ბრინჯი
100 გ პომიდორი
100 გ ტკბილი სიმინდი
100 გ ლობიო (მოხარშული ან კონსერვირებული)
მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში
სანელებლები: ½ ჩკ პაპრიკა, ძირა, ნივრის ფხვნილი, ორეგანო, ჩილი, მარილი
მომზადების ინსტრუქცია
მოვხარშოთ ბრინჯი.
ტკბილი წიწაკები გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გული, მოვათავსოთ საცხობ ლანგარზე, გადავუსვათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ პილპილი და გამოვაცხოთ 20-25 წუთი, წინასწარ, 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
გაგრილებულ ბრინჯს დავუმატოთ სიმინდი, ლობიო, პომიდორი, დაჭრილი მწვანილები და სანელებლები. ავურიოთ და გავანაწილოთ გამომცხვარ წიწაკებში.