ნაირფერი ჩერის ტარტი ფილოს ცომით
- 6
-
50 წუთი წუთი
-
მარტივი
-
ნაირფერი ჩერის ტარტი ფილოს ცომით
-
50 წუთი
-
მარტივი
-
6
ინგრედიენტები
9 ფენა ფილოს ფირფიტა
500 გ ნაირფერი ჩერი
140 გ კრემყველი
140 გ იმერული ყველი
1 პატარა კვერცხი
მარილი, ორეგანო, პილპილი გემოვნებით
80 მლ ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. სეზამის მარცვლები
მომზადების ინსტრუქცია
გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
ჩერი პომიდვრები გაჭერით შუაზე.
ჯამში აურიეთ კრემყველი, გახეხილი იმერული ყველი, კვერცხი და სანელებლები.
საცხობ ქაღალდზე დააფინეთ 2 ფენა ფილოს ფირფიტა, გადაუსვით ზეითუნის ზეთი, დააფინეთ შემდეგი ფირფიტა და ასე გააგრძელეთ სანამ ცხრავეს არ გაალაგებთ.
ენტრში გადაიტანეთ ყველის მასა და გაანაწილეთ დაახლოებით 20 სმ-ზე. დააწყვეთ ჩერი პომიდვრები წრიულად, მოაყარეთ მარილი, ორეგანო და პილპილი, მოასხით ცოტაოდენი ზეთიც, შეუკეცეთ გვერდები და მოაყარეთ სეზამის მარცვლები სურვილისამებრ.
გამოაცხვეთ 25-35 წუთი ან ვიდრე ცომი ოქროსფრად არ მოიბრაწება.