ფერმენტირებული კიტრი და ჩერი პომიდორი
- 6
-
10 წუთი წუთი
-
მარტივი
-
ფერმენტირებული კიტრი და ჩერი პომიდორი
-
10 წუთი
-
მარტივი
-
6
ინგრედიენტები
500 გ კიტრი
500 გ ჩერი პომიდორი
1 ცხარე წიწაკა სურვილისამებრ
1 ჩ.კ შავი პილპილის მარცვალი
½ კონა ნიახური
მომზადების ინსტრუქცია
მოამზადეთ მარილწყალი – გადადუღებულ და გაგრილებულ წყალში გახსენით მარილი – ყოველ 1 ლიტრ წყალზე 30 გრამი მარილი.
გარეცხეთ ბოსტნეული, სწრაფი შედეგისთვის შეგიძლიათ კიტრის ნაწილი დაჭრათ, ნაწილი კი მთელ-მთელი ჩადოთ დასამჟავებლად. კიტრს ჩააყოლეთ ნიახურის ღეროები.
ჩერი პომიდვრები დაჩხვლიტეთ ბასრი დანის წვერით.
მჭიდროდ ჩაალაგეთ ბოსტნეული მდუღარე გამოვლებულ ქილებში. დაასხით მარილწყალი ისე, რომ ბოსტნეული დაიფაროს. დაადეთ სიმძიმე, რომ ზედაპირზე არ ამოტივტივდეს. თავსახურები მჭიდროდ არ დაახუროთ, დაუტოვეთ საჰაერო ღრიჭო, პერიოდულად ახადეთ თავი და მოყენებული ქაფი ან ობი მოაშორეთ. მღვრიე სითხე ნორმალურია ფერმენტაციის დროს.
დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე კიტრი 3-4 დღე, ხოლო ჩერი პომიდორი 4-5 დღე, გასინჯეთ და თუ სიმჟავე მოგეწონათ, გადაიტანეთ მაცივარში მჭიდროდ თავდახურული და მიირთვით 2 თვის განმავლობაში.