გამომცხვარი სტაფილო
-
40 წუთი
-
მარტივი
-
2
ინგრედიენტები
სტაფილო – 4-5 ცალი
ძმარი – 1 სუფრის კოვზი
შაქარი -1 ჩაის კოვზი
ყველი ფეტა – 80-100 გრ.
ქიძნი – 10 გრ.
მომზადების ინსტრუქცია
სტაფილო ჩაჭერით ისე, რომ ბოლომდე არ გაიჭრას, დაახლოებით 17-20 ნაჭრამდე. გადაუსვით ძმარში გახსნილი შაქარი ფუნჯით და გამოაცხვეთ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთი, 150 გრადუსზე, ბოლო 5 წუთი შეგიძლიათ 180 გრადუსზე გამოაცხოთ, რათა ცოტა დაიბრაწოს.
გადმოიღეთ ფიალაში და სერვირებისას მოაყარეთ ყველი ფეტას ნატეხები და მსხვილად დაჭრილი ქინძი.