ინდონეზიური სალათა გადო-გადო
- 2
-
30 წუთი წუთი
-
მარტივი
-
ინდონეზიური სალათა გადო-გადო
-
30 წუთი
-
მარტივი
-
2
ინგრედიენტები
2 კიტრი
200 გ პომიდორი ჩერი
200 გ კომბოსტო ან ჩინური კომბოსტო
200 გ ახალი კარტოფილი
200 გ მყარი ტოფუ
(2 ს.კ. სეზამის ზეთი და 1 ს.კ სოიოს სოუსი ტოფუს შესაწვავად)
2 კვერცხი
ქინძის ფოთლები
მომზადების ინსტრუქცია
მოვხარშოთ კარტოფილი მზადყოფნამდე. გავჭრათ ორად და შევაწითლოთ ზეთიან ტაფაზე.
ქვაბით ავადუღოთ წყალი, ჩავაგდოთ კვერცხი და ვხარშოთ 7-8 წუთი, მომენტალურად გადავიტანოთ ცივ წყალში, ადვილად რომ გაიფცქვნას.
ტოფუ რამდენიმე წუთით დავტოვოთ სიმძიმის ქვეშ, სითხისგან რომ დაიცალოს. შევამშრალოთ და დავჭრათ კუბებად, შევწვათ სეზამის ზეთში, როდესაც დაიბრაწება, დავასხათ სოიოს სოუსი და დაველოდოთ ამოშრობას.
დრესინგის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი დავატრიალოთ ბლენდერში.
სალათის ასაწყობად თეფშზე გავანაწილოთ დაჭრილი კიტრი, პომიდორი ჩერი, დაჭრილი კომბოსტო, ტოფუ, კარტოფილი, ოთხად გაჭრილი კვერცხი, ქინძის ფოთლები, მოვასხათ სოუსი და მივირთვათ.