კიტრის და ავოკადოს სენდვიჩი
- 2
-
10 წუთი წუთი
-
მარტივი
-
კიტრის და ავოკადოს სენდვიჩი
-
10 წუთი
-
მარტივი
-
2
ინგრედიენტები
2 ავოკადო
300 გ კიტრი
4 ნაჭერი პური
1 ლიმონი
1 ლაიმი
2 ს.კ სოიოს სოუსი
მარილი, პილპილი
მოხალული სეზამის მარცვლები, ნორის ნატეხები გასაფორმებლად
მომზადების ინსტრუქცია
პური შევათბოთ ტოსტერში ან ტაფაზე.
ავოკადო ჩანგლით დავსრისოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და 1-2 ჩ.კ ლაიმის წვენი. მასა გავანაწილოთ პურებზე.
კიტრი დავთალოთ ბოსტნეულის სათლელით.
მოვამზადოთ პონზუს დრესინგი: 2 ს.კ სოიოს სოუსი, 1 ს.კ ლიმონის და 1 ს.კ ლაიმის წვენი ავურიოთ. მოვასხათ კიტრს და მოვურიოთ.
კიტრი გავანაწილოთ ავოკადოიან ტოსტებზე, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და ნორის ნატეხები სურვილისამებრ.