ჩანა მასალა (Chana masala)
- 3
-
15 წუთი წუთი
-
საშუალო
-
ჩანა მასალა (Chana masala)
-
15 წუთი
-
საშუალო
-
3
ინგრედიენტები
500 გ ჩერი პომიდორი
2 ს.კ ზეთი
1 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
250 გ წინასწარ მოხარშული ან კონსერვირებული მუხუდო
½ ცხარე წიწაკა
1 სტაფილო
1 ჩ/კ გახეხილი კოჭა
1 ს/კ ტომატის პასტა
სანელებლები: 1 ჩ/კ ხმელი ქინძი, ½ ჩ/კ კვლიავი, ½ ჩ/კ კურკუმა
1 ლიმონი
ცოცხალი ქინძის რამდენიმე ღერო
ნაანი:
190 გ ფქვილი
½ ჩ/კ მომენტალური საფუარი
2 მწიკვი შაქარი
2 ს/კ იოგურტი ან მაწონი
2 ს/კ ზეთი
⅓ ჭიქა თბილი წყალი
2 მწიკვი მარილი
გადასასმელად კარაქი და ცოცხალი ქინძი
მომზადების ინსტრუქცია
ნაანის მოსამზადებლად ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი, მაწონი, ზეთი და წყალი, მოზილეთ ცომი, სულ ბოლოს დაამატეთ მარილი. შეფუთეთ და დადგით თბილ, ადგილას ასაფუებლად, ცომი უნდა გაიზარდოს მოცულობაში.
სანამ ცომის ამოსვლას ველოდებით, მოვამზადოთ ჩაშუშული – ხახვი, ნიორი და წიწაკა დაჭერით და მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში, 4-5 წუთის შემდეგ დაამატეთ გახეხილი სტაფილო, გახეხილი კოჭა, სანელებლები და ჩერი პომიდორი. ქვაბს დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ პომიდვრები, ვიდრე არ დარბილდება, საჭიროებისამებრ დაუმატეთ წყალი.
გაახურეთ ტაფა, ამოფუებული ცომი გადაზილეთ ფქვილის დახმარებით და გაყავით 6 თანაბარ გუნდად. გააბრტყელეთ და შეწვით გახურებულ ტაფაზე მშრალად, ორივე მხრიდან. თბილ-თბილს გადაუსვით კარაქი და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი, შეინახეთ ნაჭერში შეფუთული, თბილად.
დავუბრუნდეთ ჩაშუშულს – ქვაბში ჩაამატეთ მუხუდო და ამოურიეთ, დატოვეთ ცეცხლზე თავდახურული კიდევ რამდენიმე წუთი. შეუსწორეთ მარილი და სიცხარე. სულ ბოლოს კი მოაყარეთ დაჭრილი ცოცხალი ქინძი და მოასხით ლიმონის წვენი.