ფერმენტირებული აჯიკა
-
10 წუთი
-
მარტივი
-
10
ინგრედიენტები
ცხარე წიწაკა – 300გ
ტკბილი წიწაკა – 200გ
ჩერი პომიდორი – 200გ
მარილი – 16გ
მომზადების ინსტრუქცია
პომიდორი გაჭერით შუაზე, წიწაკები დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი (მთლიანი წონის 2%) და მოურიეთ.
დაჭრილი ბოსტნეული ჩაპრესეთ ქილაში და დაახურეთ საკვები ცელოფანი, ზემოდან დაადეთ სიმძიმე.
გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 5-დან 10 დღემდე, პერიოდულად ამოურიეთ. ერთგვაროვანი სტრუქტურისათვის დააბლენდერეთ, ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შეინახეთ მაცივარში.