პენე ჩერი პომოდვრებით
-
25 წუთი
-
მარტივი
-
1
ინგრედიენტები
ნაირფერი ჩერი პომიდვრები – 80 გრ.
მოცარელა – 60 გრ.
პენე პასტა – 150 გრ.
ნიორი – 1 კბილი
წითელი წიწაკა – 1 ცალი
ზეითუნის ზეთი
მომზადების ინსტრუქცია
პირველ რიგში, მოვხარშოთ პენე, ადუღებულ მარილიან წყალში დასჭირდება 8-10 წუთი.
პარალელურად მსხვილად დაკეპილი ნიორი მოვბრაწოთ ზეითუნის ზეთში, ჩავაჭრათ დაჭრილი წითელი წიწაკა. როდესაც მოიბრაწება, დავამატოთ ჩერი პომიდვრები და მოხარშული პასტა პენე. თეფშზე, ან ტაფაშივე, მივაწყოთ მოცარელას ბურთები.