სალათა კოქტეილ პომიდვრებით
-
15 წუთი
-
მარტივი
-
2
ინგრედიენტები
კოქტეილ პომიდორი – 80 გრ.
იისფერი კომბოსტო – 60 გრ.
1/2 ლიმონის წვენი
ზეითუნის ზეთი- 40 მლ.
თაფლი – 1 ჩაის კოვზი
ჯანჯაფილი (გახეხილი) – 2 გრ.
მოცარელას ბურთები – 5-6 ცალი
დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების ინსტრუქცია
ბოსტნეული გაასუფთავეთ და დაჭერით – კოქტეილ პომიდვრები გაჭერით შუაზე, იისფერი კომბოსტო კი სასურველია მოგრძო ნაჭრებად დაჭრათ.
შემდეგ მოამზადეთ სოუსი – ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი ერთმანეთში გადაურიეთ, დამაატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 გრამი გახეხილი ჯანჯაფილი, ცოტაოდენი მარილი და დაღერღილი წიწაკა.
მოათავსეთ ყველა ბოსტნეული ჯამში და მოასხით სოუსი. კარგად ამოურიეთ, დაამატეთ მოცარელას ბურთები და გემრიელად მიირთვით!