ტორტია ფერადი ტკბილი წიწაკით
- 3
-
40 წუთი წუთი
-
მარტივი
-
ტორტია ფერადი ტკბილი წიწაკით
-
40 წუთი
-
მარტივი
-
3
ინგრედიენტები
1,5 კგ მინი ტკბილი წიწაკა – ზუპა, ტატინი და ტარტა
2 ს.კ ზეთი
მარილი
პილპილი
2 ლიმონი სერვირებისთვის
ტორტიას ცომი:
250 გ ფქვილი
მწიკვი მარილი
150 გ წყალი
3 ს.კ ზეთი
სალსა:
2 პომიდორი
3 ს.კ ტკბილი სიმინდი (კონსერვირებული)
½ თავი ხახვი
¼ ლიმონის წვენი
1 ს.კ ზეითუნის ზეთი
2 ჩ.კ ოხრახუშის ფოთლები
მწიკვი მარილი
სოუსი:
1 ავოკადო
1 კბ ნიორი
¼ ლიმონის წვენი
½ მწავნე ცხარე წიწაკა
2 ს.კ მაწონი
2 ჩ.კ ოხრახუშის ფოთლები
მწიკვი მარილი
მწიკვი პილპილი
მომზადების ინსტრუქცია
ტორტიას ინგრედიენტები ჩაყარეთ ჯამში, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, საჭიროებისამებრ დაამატეთ ფქვილი. ცომი ხელზე არ უნდა გეკრობოდეთ.
გუნდა გაყავით 9 თანაბარ ნაწილად, მოამრგვალეთ და შემდეგ თხლად გააბრტყელეთ ფქვილის დახმარებით.
გახურებულ, მშრალ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე შეწვით ტორტია ორივე მხრიდან 1-2 წუთი თითო მხარეს. შეინახეთ გამოყენებამდე.
ცხელ ტაფაზე დაასხით 2 ს.კ ზეთი, დაყარეთ სიგრძეზე დაჭრილი წიწაკები, შეწვით, ვიდრე კარგად არ შეწითლდება, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ტორტიებში ჩადეთ მობრაწული წიწაკა, დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი სალსა და სოუსი, მოასხით კიდევ ცოტა ლიმონის წვენი.